ისე – ცოდნისათვის; მსოფლიოში დღესდღეისობით – 50 მილიარდერია, რომლებსაც საშუალო განათლებაც არ აქვთ მიღებული…. ხოლო, თუ ავიღებთ ყველაზე მდიდარ – 10 მილიარდერს, რომლებსაც – საშუალო განათლებაც კი – არ მიუღიათ, და მათ – საშუალო ქონებას და აქტივების ღირებულებასაც, აღმოჩნდება რომ, თითოეულზე მოდის – 7 მილიარდ 200 მილიონი დოლარი.
მაგრამ თუ ყველა, მსოფლიოს – 2.100 მილიარდერსა და მათ საშუალო აქტივების ღირებულებას ავიღებთ, გამოდის – 3 ტრილიონ 800 მილიარდი დოლარი. ესე იგი, უსწავლელ მილიარდერებს – უფრო მეტი ფული აქვთ, ვიდრე – საშუალოდ – ყველა მილიარდერს – ერთად აღებულს. ეხლა კი, წინასაარჩევნოდ მოძალებული კითხვები…. ღარიბაშვილო!!!, როდესაც აქაურ ნაცისტებზე საუბრობთ, და იძახით რომ, იმდენად გათავხედებულები არიან რომ, ჭკუის დარიგებას აქეთ გვიბედავენო, მაშინ ისიც თქვით, ოცნებისტებს – ვინ მოგახვიათ თავზე – ეგრეთწოდებული კოჰაბიტაცია???, დასავლეთიდან – ვისმა ზარებმა დაგადუმათ და ვისი თითის ქნევის წინაშე – დაფრთხით???…. და თუ ეს ასე არ ყოფილა, და ჩვენს – ,,მხრებგაშლილ ქვეყანას, – ეგეთ რამეს ვინ გაუბედავდა“, მაშინ გამოდის რომ, ოცნება და ნაც – ბოზ – ბანდა, – ერთი და იგივე სულის მატარებელები ყოფილხართ, და უბრალოდ ნაცისტები, იმაზე არიან გაცოფებულები – ოცნების მიმართ რომ, ის შემოსავლები და წილები, რაც მათ გააჩნდათ – თავიანთი მმართველობის პერიოდში – ოცნებამ გადაიმისამართა – საკუთარ ჯიბეებში. ეს ყოფილა მხოლოდ – მათი განგაშის საფუძველი. სხვა დასკვნას – ჭკუამოსაკითხი ადამიანი, ვერ გამოიტანს….. მაგრამ ეხლა, სულ სხვა რამ მინდა გკითხოთ; სალამურს რომ აკვნესებთ და რომ გაიძახით – სიღარიბის დაძლევა და უმუშევრობააო – ოცნების მთავარი გამოწვევაო, ის სულ სხვა სალაპარაკოა კიდევ, 30 წელია რომ გაიძახის ყველა ხელისუფლება ამას – თქვენი ჩათვლით მაგრამ, თქვენ თუ გსმენიათ ის რომ; 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში – 488 მილიონერი იყო – ოფიციალურად, თუმცა არაოფოციალურად, მათი რიცხვი რომ – მეტია, ესეც – ყველამ კარგად იცის. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, – 2019 წელს, ერთ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი, სწორედ – 488 პირმა მიიღო, ხოლო მათ მიერ, ერთ წელში გამომუშავებულმა – ჯამურმა ანაზღაურებამ – მილიარდ – ექვსასი მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ, – არ გაგიგონიათ არსაიდან???…. შემდეგ; 2018 წელთან შედარებით რომ, მილიონიანი ანაზღაურების მიმღებთა რიცხვი – 165 კაცით რომაა გაზრდილი – არც ეს იცით???;…. მივყვეთ კიდევ; 100.000 ლარზე მეტი – წლიური შემოსავალი – იმავე 2019 – ში, 14 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, და მათი საერთო შემოსავალი რომ – ოთხი მილიარდ – ხუთასი მილიონი ლარია, – ესეც გამოგრჩათ მხედველობიდან???…. ღარიბაშვილო!!!; იქნებ თავს ძალა დაატანოთ და მოიკვლიოთ, რა საქმიანობიდანაა შესაძლებელი, ამ ჩვენი – დაჩოქილი და საზღვრებდაუდგენელი სტატუსის მქონე ,,სახელმწიფოში“, – წლიურად – მილიონიანი ხელფასის მიღება???; მოსეს კვერთხი ხომ არ ჩაიგდო ოცნებამ ხელში, შეუძლებელი რომ არაა თქვენთვის – აღარაფერი???…. ქართველები, მივეკუთნებით იმ ხალხთა რიგს, რომლებშიც ქონებრივ – ეკონომიკური უთანასწორობა – უზარმაზარია. არ იცით თქვენ რომ; იმ ქვეყნებში სადაც, – უთანაბრობის მაჩვენებელი, აღემატება ჯერადად – ათს, ანუ, თუ მოსახლეობის – ყველაზე მაღალშემოსავლიანი – 10 პროცენტის შემოსავლები, მოსახლეობის – ყველაზე დაბალშემოსავლიანების 10 პროცენტს აღემატება – 10 – ჯერ, ეს იმის პირდაპირი მანიშნებელია რომ: ის ერი – ფიზიკური მოსპობის წინაშეა???…. და თქვენ იცით, ეს მაჩვენებელი რამდენია ჩვენთან???; – 25 პროცენტია…. აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ – ერთ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი; ვინ არიან ეს ხალხი, რა საქმიანობას ეწევიან, და რას აკეთებენ – ამ ,,ქვეყნისათვის“ ისეთს რომ, – წლიურ ხელფასად – მილიონს იღებენ???….
ბესო ძნელაძე, პუბლიცისტი