1989 წლის 9 აპრილს საქართველომ გაგადგა არასწორი ნაბიჯი არასწორად შერჩეულ მარშრუტზე- გოგი ლორთქიფანიძე

არ მოგწონთ “ქართუ ბანკში” გამოზრდილი კადრების ყველა სფეროში დაწინაურება და, საზოგადოდ, საქართველოში დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობა, რომელსაც ძვრა ვერავინ უყო?

გასაგებია. არ მოგწონდათ ფსიქიურად არამდგრადი “ბელადების” (აღარ დამასახელებინოთ, რა) პარპაში და მმართველობა საქართველოში? ეგეც სავსებით გასაგებია. გულზე არ გეხატებოდათ აშკარა ბანდიტებისა და მომხვეჭელებისა თუ პრიმიტიული კრიმინალების მმართველობაც?

ეგ ხომ გასაგებია და გასაგებია. ნუყ, მაშინ ბარემ ეგეც იცოდეთ: ყველაფერი, რაც ამ მხრივ არ მოგწონთ, ეგაა იმის პირდაპირი შედეგი, რომ 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ გაგადგა არასწორი ნაბიჯი მისთვის არანორმალური და დაკომპლექსებული ადამიანების მიერ (ხშირად საქართველოს გარედან) არასწორად შერჩეულ მარშრუტზე.

ამ ჭეშმარიტებას თუ არ ან ვერ აღიარებთ, ისიც იცოდეთ: თქვენს მოწონება-არმოწონენას არც აზრი აქვს არავითარი და არც ფასი. ისწავლეთ თვითკრიტიკა. გ.ლ.

 

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი