– “2 ოქტომბერს დასრულდება შენი პოლიტიკური კეკლუცობა! გაფარჩაკდები და მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები” – ამ სიტყვებით მიმართავს უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელს გიორგი გახარიას, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატად იყრის კენჭს.
– “ყველამ გაგიცნო რა ბოლიც ხარ, ტრენინგების შედეგად დაყენებული ინტონაციებით ტლიკინის და ბლეფის უკვე აღარავის სჯერა! შეგეშინდა, გაიქეცი, გვიღალატე! მელიას გაეფინე და კანონი არ აღასრულე, ახლა ჭინჭყლი „ბოვშვივით“ შემოგაგორეს კანდიდატად!
ისეთი ბოდვები დაგეწყო, ყველა ვხვდებით, რომ ძალიან გინდა შენივე შექმნილი უტოპიიდან გამოსვლა, მაგრამ როგორც შენი დამკვეთი იტყოდა, ვერ მოგართვით! 2 ოქტომბერს დასრულდება შენი პოლიტიკური კეკლუცობა! გაფარჩაკდები და მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. სიმღერა ისწავლე, რუსეთში დაგჭირდება” – წერს დიმიტრი სამხარაძე.
წყარო: spnews.io