5 ივლისს პოლიციელს ტელეფონით ვაგინე, ჩემს წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღძრეს

თაბაგარი: 5 ივლისს პოლიციელს ტელეფონით ვაგინე, ჩემს წინააღმდეგ კი ადმინისტრაციული საქმე აღძრეს.

თბილისი პრაიდის ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით საქმე აღძრა. ამის შესახებ მან FACEBOOK-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ საქმე ეხება 5 ივლისს მიმდინარე მოვლენებს.

– “2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო” – წერს გიორგი თაბაგარი.

წყარო: tabula.ge