პრემიერი ჟურნალისტს: ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ? გაიყვანეთ აქედან, პროვოკატორია

პრემიერი ჟურნალისტს: ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ? გაიყვანეთ აქედან, პროვოკატორია.

– “ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ?” – ასე მიმართა პრემიერმინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურისთვის მართვის მოწმობის ჩუქებაზე კითხვის დასმას ცდილობდა. მან ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა და მისი გაყვანა მოითხოვა.

– “მე არ მიჩუქებია, ტყუილია … შემდეგი საკითხი … ერთი წუთით, პროვოკაციაა, მიბრძანდით აქედან, პროვოკაციაა, მიბრძანდით აქედან, შემდეგი … გაიყვანეთ აქედან, პროვოკაციაა, მიბრძანდით აქედან, პროვოკატორი ხართ, მიბრძანდი, პროვოკატორი ხარ, მიბრძანდი, მიბრძანდი” – მიმართა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტს, რომელმაც სატელეფონო საუბარის ამსახველი აუდიოჩანაწერის მოსმენა შესთავაზა.

“რატომ უნდა მოვუსმინო, ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ?” – უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენელს და კითხვებს აღარ უპასუხა.

“პროვოკატორები ხართ” – მიმართა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს მანქანიდან.

წყარო: tabula.ge