ბრაზილია-არგენტინის მატჩი COVID რეგულაციის დარღვევის გამო შეწყდა

ბრაზილიისა და არგენტინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მიმდინარე შეხვედრა მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა არგენტინის ნაკრების ოთხი მოთამაშე კარანტინის წესის დარღვევაში დაადანაშაულეს.

როგორც The Guardian წერს, ბრაზილია არგენტინის ნაკრების სამი ფეხბურთელის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს, რომელიც პრემიერ ლიგის კლუბებში თამაშობენ. ამის მიზეზი კი სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის უგულებელყოფაა, რომელიც ქვეყანაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ.

მიუხედავად ბრაზილიის მხრიდან გაფრთხილებისა, ფეხბურთელები, რომლებმაც კარანტინის წესები დაარღვიეს მოედანზე მაინც გამოვიდნენ, რასაც შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოედანზე ბრაზილიის ჯანდაცვის უწყებისა და ფედერალური პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენა მოჰყვა.

“ნეტგაზეთი”