განახლდება თუ არა მოძრაობა ერთი კვირის შემდეგ

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ტრანსპორტის შესახებ ისაუბრა. მი­სი­ თქმით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ჩა­კეტვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბაა.

“სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის შე­ზღუდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მხრი­დან და რო­გორც კი ჩვენ მოგ­ვცე­მენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და გვე­ტყვი­ან, რომ დღეს არის ტრან­სპორ­ტის გახ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მა­შინ­ვე მი­ვი­ღებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რა­ტომ მოხ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ჩა­კეტ­ვა? იზ­რდე­ბო­და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად, გვე­ღუ­პე­ბო­და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ბი­ლო­ბის დაგ­დე­ბა ეს იყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა და დღეს უკვე ხე­დავთ შე­დე­გებს.

უკვე წა­მო­სუ­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­მოთ და რო­გორც კი ჩვენ გვე­ტყვი­ან, რომ გა­იხ­სნას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მა­შინ­ვე მეტ­რო, ავ­ტო­ბუ­სე­ბი, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი და­ი­წყე­ბენ მუ­შა­ო­ბას. მეს­მის, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ძა­ლი­ან მძი­მეა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და უსაფრ­თხო­ე­ბა. ჩემ­თვის მთა­ვა­რი არის ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლის უსაფრ­თხო­ე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

 

“რეზონანსი”