მეუფე იოანეს ჟურნალისტებმა ნათქვამი სიტყვები დაუმახინჯეს

“იმედმა”, “ტვ პირველმა”, შემდეგ “ტაბულამ” გაავრცელეს ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსის, მიტროპოლიტ იოანეს განცხადება, თითქოს მეუფემ თქვა, რომ ამ სამშაბათს, 21 აპრილს აპირებს მოსახლეობასთან ერთად საფლავებზე გასვლას.

როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა, საკუთარი რელიგიური გაუთვითცნობიერებლობის გამო, დაუშვეს შეცდომა. მეუფემ ბრძანა, რომ 21 აპრილის სამშაბათს იგი ტაძარში გადაიხდის მიცვალებულთათვის პანაშვიდს, ხოლო საფლავთა კურთხევა ხდება კვირაცხოვლობის სამშაბათს. კვირაცხოვლობის სამშაბათი არის მომდევნო კვირის სამშაბათი ანუ 28 აპრილი და არა 21 აპრილი.

“ნიუსფრონტი-საქართველო”