ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია მარნეულში მორიგმა წევრმა დატოვა.
პროპორციული სიის მეხუთე ნომერმა და ამავე დროს, ქუთლიარი-ყულარის თემის მაჟორიტარმა, საფარ პირიევმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას მისი კანდიდატურის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
გასული ორი დღის განმავლობაში გახარიას პარტია ათეულობით წევრმა დატოვა.
წყარო: newposts.ge