ფაუჩი: კორონავირუსის Mu ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, ანტისხეულების დაცვას გვერდი აუაროს.
აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ახალ Mu ვარიანტს დიდი სიფრთხილით აკვირდებიან.
ინფორმაციას ამის შესახებ CBS NEWS-ი ავრცელებს.
– “კორონავირუსის Mu ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. თუმცა, საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს” – აცხადებს ფაუჩი.
წყარო: itv.ge