“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ.
“წარმოუდგენელი ზეწოლა გრძელდება ახალქალაქში და ნინოწმინდაში ჩვენს მომხრეებზე. სუს-ის ზეწოლა, ადამიანების დაშანტაჟება. პრაქტიკულად სიას გვიხსნიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღოთ ადგილზე. ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ”, – წერს დეკანოიძე.