თუ სააკაშვილი ჩამოვა, “პორშეთი” დავხვდებით და ოფისში ან პარლამენტში მივაცილებთ – იაგო ხვიჩია.
– “თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ ახალნაყიდი ელექტრო “პორშეთი” დავხვდებით და ოფისში ან პარლამენტში მივაცილებთ , ცოტა სკეპტიკურები ვართ, მაგრამ თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, მზად ვართ, ჩვენი კოლეგა მივაცილოთ მის ოფისამდე ან პარლამენტამდე”,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც საქართველოში დაბრუნების თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
– “არ მინდა, ჩვენს კოლეგებს თავი უხერხულად ვაგრძნობინო, მაგრამ ათჯერ და მეტჯერ როცა იტყვი, რომ ჩამოდიხარ და არ ჩამოხვალ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოხვიდე”, – განაცხადა ხვიჩიამ.
წყარო: ptn.ge