მინისტრმა სრულად აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი დაასახელა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სრულად აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი დაასახელა. ამის შესახებ მან დღეს, „იმედის დილაში“ ილაპარაკა.

მისი თქმით, 50 წელს ქვევით, სრულად აცრილებში გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. „ორჯერადად აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი 0,3%-ია“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა დღიურად 24 262-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 340 062 აცრა გაკეთდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

“რეზონანსი”