ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორზე ავიადარტყმები განახორციელეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიში ანკლავიდან საჰაერო ფეთქებადი მოწყობილობების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა. ისრაელის ხელისუფლებს ცნობით, ღაზას სექტორიდან საჰაერო ბუშტებით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაშვების შედეგად, ანკლავთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე ხანძრის სამი კერა გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.
წყარო: itv.ge