გადაცემა „რეაქცია”-ში ჩართვისას, ინგა გრიგოლიამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ ის ძალიან ნაწყენია მასზე და ჰკითხა, თუ რატომ უღებდნენ მის პირად ცხოვრებას კადრებს?
სააკაშვილმა უპასუხა, რომ პირადი ცხოვრების კადრების გადაღება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია იყო და ერთ მაგალითად მოიყვანა რუსეთის აგენტის პირადი ცხოვრების მასალა, რომელიც მისი თქმით ძალოვანი უწყებების წარმომადგენლობამ მიუტანა, რაზედაც მან მოითხოვა, რომ გაენადგურებინათ ეს მასალა, რადგან მტერსაც კი არ უღებდნენ პირადი ცხოვრების მასალებს და არ ზემოქმედებდნენ მსგავსი მეთოდებით.
„ქვეყანაში რამდენი ვიღაცა რამეს ჩაიდენს პრეზიდენტებმა უნდა აგონ პასუხი? ეს ზღაპრები უნდა დავამთავროთ. ჩვენ ახალი ხალხი მოვიყვანეთ სისტემაში და ყველას როგორ გავაკონტროლებდით?” – უპასუხა სააკაშვილმა გრიგოლია.
“რეზონანსი”