საქართველო ყოველდღიურად სცილდება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – ხატია დეკანოიძე

– “გენერალური პროკურორის არჩევის წესის ჩაგდებით მმართველი გუნდის წევრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ საქართველო ყოველდღიურად სცილდება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ

– “საპარლამენტო საქმიანობის დროს შეთანხმების დარღვევით, მოსამართლეების დანიშვნით, პროკურორების დანიშვნის წესის ჩაგდებით „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს კიდევ უფრო აშორებს. ასევე, ბატონო ჰარცელის განცხადებით, კანონის უზენაესობის პრინციპების გათვალისწინება და „ქართული ოცნების“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, კიდევ უფრო აზიანებს ასოცირების შეთანხმების შესრულების იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს აკისრია იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – განაცხადა დეკანოიძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბერს მიიღო. ცვლილებებს 126-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და არცერთი არ იყო წინააღმდეგი.

წყარო: itv.ge