დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 9 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 2 255 შემთხვევა გამოვლინდა, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამასთან, მთავრობის მიერ შექმნილი პორტალის, Stopcov-ის მიხედვით, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 6,79% შეადგინა, რაც შეეხება ამ მონაცემს 14 დღის მანძილზე, 8,48%, ბოლო 7 დღის განმავლობაში კი – 7,69% დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 24 670 აცრა ჩატარდა.