საქართველოს პრეზიდენტი ს. ზურაბიშვილი ინგლისურ ენაზე “ტვიტერობის” საშუალებით ცდილობს, ყურადღება მიიქციოს. პრეზიდენტის გათამაშებული ოპტიმისტური პათოსი თავად დასახმარებელი უცხოეთის “დიდი დახმარების” იმედზეა:
„საქართველომ მიიღო და მიიღებს დიდ საერთაშორისო დახმარებას და ჩვენი მთავრობა შეიმუშავებს ეკონომიკის აღდგენის მძლავრ გეგმას. არ არის დრო პოპულიზმისა და დაყოფისთვის, ან ამ მნიშვნელოვანი მდგომარეობის გადავადებისთვის. ვირუსთან საბრძოლველად ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.