ზუგდიდში ხუბულავას ქუჩაზე ე.წ. ახალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა. ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ხუბულავას ქუჩაზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
წყარო: ptn.ge