ესპანეთის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ევროპის მასშტაბით ძებნილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები დააკავა.„როიტერის“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ალმერიაში ჩატარდა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეგვიპტელი მამაკაცი, რომელიც სირიასა და ერაყში იბრძოდა, ერთ-ერთ სახლში ორ მამაკაცთან ერთად იმალებოდა, რომელთა იდენტიფიცირება პოლიციამ მოახდინა.

ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ეგვიპტელი მამაკაცი გამოჩნდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დანაშაულების ამსახველ სასტიკი პროპაგანდის სურათებში.

ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სირიასა და ერაყში რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა. დაკავებული პირები ესპანეთში ჩრდილოეთ აფრიკიდან შევიდნენ.

1tv.ge