სალომე ზურაბიშვილი – 20 წლის წინ მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ –
საქართველოოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას.
„20 წლის წინ, მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ. 20 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, რაშიც საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას. ამ თანამედროვეობის ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ!” – წერს „ტვიტერზე” სალომე ზურაბიშვილი.
აშშ-ში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას” მიერ განხორციელებული ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა.
2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაიდას” თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბრჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.
“რეზონანსი”