“მზადდება სააკაშვილის შემოყვანა საქართველოში, რაც სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს…”- დეტალები ლაშა ამირეჯიბისგან

პუბლიცისტი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მზადდება სააკაშვილის შემოყვანა საქართველოში. შემოყვანა უნდა მოხდეს სავარაუდოდ არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ, რაც გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას.

თუ მოახერხეს და შემოიყვანეს არჩევნებამდე, შესაძლოა შეიქმანას გარკვეული შეთანხმება. ამ დოკუმეტის შექმნაზე ევროპელები და დასავლელი პარტნიორები თვითონ იზრუნებენ.

ცნობილია ისიც, რომ მის შემოყვანას კურირებს მისი ბიძა თემურ ალასანია. აგრეთვე შემოყვანის საკითხში ჩართულები არიან თემურ ალასანიას უცხოელი კოლეგები. ანუ უცხოური სპეცსამსახურები. იქვე ნახსებია თემურ იაკობაშვილის გვარი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია თბილისში და ქვეყნის მაშტაბით მიმდინარეობს სააკაშვილის მომხრეებისა და ახალგაზრების მობილიზაცია მის დასაცავად ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში.

როგორც უცხოეთიდან მატყობიმებენ, თვითონ სააკაშვილი უკრაინაში აგროვებს მომხრეებს საქართველოში წამოსასვლელად. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ ქართულ სპეცსამსახურებში და შ.ს.ს-ში მ. სააკაშვილის მხარდამჭერ მაღალჩინოსნებს აკონტროლებს ბ-ნი ვანო მერაბიშვილი. ქართულ სპეცსამსახურებში ვანო მერაბიშვილის და მიშა სააკაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები საქმის კურსში არიან მისი ქვეყანაში შემოყვანის თაობაზე. ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში სააკაშვილს გარკვეული ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ. შესაძლოა, კოალიციაზეც შეთანხმდნენ.

მოვუწოდებ შ.ს. მინისტრს ბ-ნ ვახტანგ გომელაურს და სუს-ის ხემძღვანელს ბ-ნ გრიგოლ ლილუაშვილს, გააკონტროლონ საკუთარი უწყებები და არ მისცენ მოქმედების საშვალება სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფებს!

აგრეთვე ნახსენები იყო ის 75. მილიონი $ ,რის სანაცვლოდაც ჩვენს ქვეყანას უნდა მიეღო ავღანელი ლტოლვილები, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა. განაწყენებული ევროპელი პოლიტიკოსები სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას სავარაუდოდ ხელს შეუწყობენ. (ეს ძალიან მოკლედ). ინფორმაცია ბევრად მეტია.
ამ ინფორმაციას სამი სხვა და სხვა წყარო ადასტურებს.