ავღანეთის უნივერსიტეტებში სწავლება სქესის მიხედვით ამიერიდან იქნება გაყოფილი, ქალებმა სასწავლებლებში ჰიჯაბი უნდა ატარონ – “თალიბანის” განათლების მინისტრი.
თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანეთის უნივერსიტეტებში სწავლება სქესის მიხედვით ამიერიდან იქნება გაყოფილი და ახალი ისლამური ჩაცმის სტანდარტიც დაინერგება.
უმაღლესი განათლების მინისტრმა, აბდულ ბაკი ჰაკანმა აღნიშნა, რომ ქალებს შეეძლებათ სწავლა, მაგრამ არა მამაკაცებთან ერთად. გარდა ამისა, მინისტრმა ის პროგრამაც განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტებში სწავლება იქნება დასაშვები.
ვარაუდობენ, რომ ახალი წესები ქალებს განათლების მიღებას შეუზღუდავს, რადგან უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი ცალკეული კლასების უზრუნველსაყოფად. თუმცა, მინისტრი ჰაკანი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში საკმარისი ქალი მასწავლებელია და სადაც ისინი არ არიან, ალტერნატივები მოიძებნება.
– “ჩვენ არ გვაქვს პრობლემები შერეული განათლების სისტემის დასრულებაში. ხალხი მუსლიმია და ისინი ამას მიიღებენ – თქვა ავღანეთის უმაღლესი განათლების მინისტრმა.
გოგონები და ბიჭები ასევე გამოყოფილი იქნებიან დაწყებით და საშუალო სკოლებში. ქალები კი ვალდებულები იქნებიან, სასწავლებლებში ჰიჯაბი ატარონ.
წყარო: itv.ge