ყვარყვარე თუთაბერის სიტყვები ხომ გახსოვთ – ფილმიდან?; ,,შენი და ჩემი სამშობლოს მოღალატეს, – არაფერს ვაპატიებო“…. იოსებ გრიშაშვილის ლექსი – ,,25 თებერვალი“ – ესეც ხომ იცით?
,,რა საჭიროა რყევა და მოცდა, ტფილისო, აღსდგა შენს სამტროდ ხალხი, და იალღუჯის მთით ჩამოცოცდა, რომ თეთრ გიორგებს ჩააცვას თალხი. ამ გიაურებს, მშიერთა ურდოს, ვაჭამოთ ტყვია ნაჭიკჭიკარი, და რომ არავინ აღარ გაგვქურდოს, მკვდრებით ავავსოთ ქალაქის კარი“….
და აღარ დავამთავრებ. ვის, ან რას გულისხმობდა გრიშაშვილი, თავის ლექსში, ვინ ხალხი აღდგა???, ვინ იცდის???, ვინ მერყეობს???, ვინ საიდან ჩამოცოცდა???, ვინ გიორგის აცმევენ თალხს???, იმ – ავ გიორგებს ხომ არა, რომელიც – ეკლესიების ძარცვისთვის, საქართველოს კათალიკოს – პატრიარქმა – ლეონიდემ რომ დაწყევლა, და ანათემას გადასცა???…. და თუ ეს, ასე არაა, მაშინ – მისი მეორე ლექსი რაღას მივაწეროთ???, რომელიც – 1921 წელსაა ისიც დაწერილი….
,,ყველას თვალი უციმციმებს, ყველას თვალი არის ღია, ოცდახუთი თებერვალი სიხარულის თარიღია!“ მოკლედ; ჯერჯერობით შეგნებულად აღარ ვუღრმავდები ეხლა ამ საკითხს, იმიტომ რომ, არ მინდა, ძალიან ბევრ რამეზე, და ვინმეზე შეგეცვალოთ განწყობა – შეხედულება, ხოლო, უფრო კარგად რომ გაიაზროთ, 1921 წლის თებერვლის – ,,გმირული შემართება – თბილისის დასაცავად“, როგორ მიმდინარეობდა, ამისთვის, ცნობილი ქართველი მწერლის, – ეკატერინე გაბაშვილის – უფროსი შვილის, – რევაზ გაბაშვილის, მიუნხენში გამოქვეყნებული – 340 გვერდიანი წიგნიდან – ,,რაც მახსოვს“, მცირე ამონაწერს მოგიყვანთ. ისე, ის ადამიანი – თვითონ იყო, 1921 წლის თებერვლის მოვლენების მონაწილე: ტომი მესამე, გვერდი – 206.
,,სოციალიზმსა და რევოლუციაზე შეშლილი – საქართველოს მეთაურობა, სრულიად უგულვებელყოფდა – ეროვნულ საკითხებს, და ძალათი ახდენდა, – იწვევდა რევოლუციას, როცა არავინ, წინააღმდეგობას არ უწევდა ამ რევოლუციას. მათი რევოლუციონური ენერგია, შინ და გარეთაც, იხარჯებოდა – ეროვნულ – სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბების წინააღმდეგ. მათ, ასეთი დამანგრეველი, მცარცველი სულისკვეთება შერჩათ – სამწუხაროდ, საქართველოს – დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც. ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას რომ, მათ – ყაჩაღურ – რევოლუციონური ფსიქოზი, არასოდეს განელებიათ. სად დაიმალება ისეთი მაგალითები, როგორც – ტრაპიზონისა და საერთოდ დიდი ომის, რუს – ოსმალოს ფრონტიდან ნაძარცვი – აურაცხელი ქონება, სამხედრო და სხვაც, რომელიც საქართველოს – ,,ბიუჯეტად“ ეყოფოდა, და მე თუ ,,ცარცვას“ ვეძახი, სწორედ იმიტომ, რომ – სოციალისტურმა პარტიებმა და კერძო პირებმა დაირიგეს, და არა – სახელმწიფოს გადასცეს. მათი ,,კოოპერატივები“ და კერძო ვაჭრები ჰყიდნენ, და მდიდრდებოდნენ ჩამოტანილ შაქრით, ფქვილით, რძის კონსერვებითა და ათასი სხვა რამ სანოვაგითა და საქონლით. აქ თუ ახდილი ცარცვა – ყაჩაღობა ხდებოდა, ეგრეთ წოდებული ,,ზემ -გორის“ უთვალავი ქონება, – კარავ – უნაგირ – ლურსმიდან დაწყებული, ფართლეურ -ფქვილ – კონსერვებით გათავებული, ისე საიდუმლოდ ქრებოდა, – ზურგით, ცხენით, ურმით, ვაგონებით წაღებული რომ, ორიოდე თვის შემდეგ, – სადგურიდან – მუშტაიდამდე, მთებად დაყენებული მდიდარი საწყობები, უდაბნოს მოგაგონებდათ. თბილისის სამხედრო საწყობები, დაუშრეტელი – რადგან ნახევარ მილიონზე მეტი ჯარის ამუნიციისა იყო, ისე დაცარიელდა რომ, შემთხვევით გადარჩენილიდან, ან ვერ მიგნებულიდან, 1921 წლის ომის შემდეგაც – ბოლშევიკებს დარჩათ – 17 000 ახალი თოფი, ქუთაისში – 300 ხელუხლები ტყვიის – მფრქვეველი, და მთავრობამ კი, ყურები გამოუჭედა ქვეყანას: ,,იარაღი არა გვქონდა და ჯარი როგორ უნდა შეგვექმნა ან რითი შეგვეიარაღებიაო“….
უახლესი ისტორიის მკვლევარებო, როდესაც – მენშევიკების ,,საგმირო საქმეებზე“ გვიყვებით, ნუ გავიწყდებათ რომ, თქვენ, იმ – სამარცხვინო მენშევიკური მთავრობის მემკვიდრეები ხართ, რომელმაც – ტერიტორიულად გაანახევრა საქართველო, და მოკლა – ილია. თქვენმა წინაპრებმა, – სასაკლაოზე გაიყვანეს მოტყუებული ახალგაზრდები, და ჩახოცეს…. გააპარტახეს – აგრარული სექტორი, გაძარცვეს ეკლესია – მონასტრები, ხაზინაში არ დატოვეს არც ერთი კაპიკი – ხალხისთვის. ერთმა მუჭა ხროვამ, გაიტაცა – ქართული საგანძური, სახელმწიფო ქონება, და საზღვარგარეთ გაიქცა. დღეს პარლამენტის შენობაში, სწორედ იმ ადამიანების პორტრეტებია წარმოდგენილი, როგორც – ,,დემოკრატიის მამებისა და ჩვენი დიდი წინაპრების“…. მათ გვერდით – 30 წლიანი – ,,დამოუკიდებელი საქართველოს“ პარლამენტარებს, – მენშევიკების ღირსეულ მემკვიდრეებს, – ილიას სურათიც გამოგფენიათ, და ბარემ – აბრაც რომ გაუკეთეთ, არ გაქვთ სურვილი???; – ,,მკვლელები და მოკლული“….
ბესო-ბესო; სოციალური ქსელი