რა ხდება იმერეთში?- ბლოკ-საგუშაოგოები ამჯერად თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა.

მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება. რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათ კონტოლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმონსკრინგი დაიწყება.

ადგილზე იმყოფება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც არსებულ ვითარებას და ბლოკ-საგუშაგოების მოწყობილის პროცესს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან პირადად ეცნობა.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი – 2438 ადამიანი ცხოვრობს.