მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და მის ჯგუფს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ენმ-ის წევრთან, ნონა მამულაშვილთან ერთად, სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდა.

დავიწყეთ შეხვედრები სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან, ნონა მამულაშვილთან ერთად შევხვდით ევროპული კონსერვატორების ფრაქციის ლიდერს ანა ფოტიგას და მის ჯგუფს. მიუხედავად COVID-რეგულაციებისა, ჩვენთვის სპეციალურად გააღეს ევროპარლამენტის ჩვეულებრივ დაკეტილი რესტორანი ვახშმისთვის – წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

წყარო: newposts.ge