თბილისის ინფექციურ კლინიკაში ვისაც ჩავუტარეთ მედიკამენტ „პლაქვენილით“ მკურნალობა, არც ერთთან გართულება არ გვქონია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ძალიან ბევრმა მიიღო ეს მედიკამენტი და გაამართლა კიდეც. აზრთა სხვადასხვაობა ყველა მედიკამენტზე შეიძლება, იყოს. მინდა, ისიც გითხრათ, რომ ჩვენს კლინიკაში ვისაც ჩავუტარეთ „პლაქვენილით“ მკურნალობა, არც ერთთან არანაირი გართულება არ გვქონია. რა თქმა უნდა, არ ჩაგვიტარებია მსუბუქ შემთხვევებთან, ვისაც არ სჭირდებიდა მკურნალობა. სადაც იყო საჭირო, ჩავატარეთ და არანაირი გართულება ნამდვილად არ ყოფილა. 100-ზე მეტი პაციენტი გვყავს გატარებული და არც ერთთან არ ყოფილა გართულება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.