ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიან … ნაცისტი-გოგოშკები, დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან უცხო ქვეყნების ელჩებს – რობერტ სტურუა.
რეჟისორი რობერტ სტურუა იმ წერილს შესახებ წერს, რომელიც მან „ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო“.
იგი ამბობს,რომ ვერ დაასახელებს წერილის ავტორს, თუმცა „გადმოსცემს შინაარს“.
– “კიდევ ერთი მიმართვა ბატონ რეზო ამაშუკელს. ბატონო რეზო, შეერთებულ შტატებიდან ფრიად საინტერესო მესიჯი მივიღე. მთლიანად არ გამოაქვეყნოო – მთხოვს წერილის ავტორი (ეშინია?)! ვეცდები მოკლე შინაარსის გადმოცემას! ძალიან მოკლეს!
1. ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიანო – არაადამიანური სურვილებით შეპყრობილნიო (მე ვიტყოდი, როგორც აქ, გაუბედურებულ სამშობლოში!) მაშ ასე ემიგრანტის ცისფერი ოცნება:
გრინ კარტა (ბევრს უკვე აქვთ!), ამერიკული პასპორტი (მალე ექნებათ!), სარფიანი სამსახური (იქაც ფულის შოვნა), ბინა, სახლი, აგარაკი (მაიამისთან ახლოს და აუცილებლად აუზით), საქართველოს და ქართველების გინება და სააკას ქება-დიდება, (ხედავენ ამერიკელებს მაინც რომ მოწონთ ეს პოლიტიკური გვამი, მიუხედავათ იმისა რომ კარგად იცის CIA-მ ამ სისხლით მოსვრილი არაქართველის საძაგლობანი!) და სასაცილო ის არის, რომ იმ ჭკუათხელი დიქტატორის რეჟიმს საელჩოს თანამშრომლებისთვის მიცემული დიდი ქრთამების საშვალებით ძლივს გაექცნენ ტირანს! და…
2. საქართველოში უცხოეთის საელჩოებში შეგზავნილი საქართველოს მტრები – ნაცისტი-გოგოშკები, რომლებიც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან უცხო ქვეყნების ელჩებს!” ეს წერილის მოკლე შინაარსი გახლავთ … ძალიან მოკლე! პატიოსანმა (იშვიათობაა დღეს) ქართველმა გადმომიგზავნა!
ცრემლმორეული შესცქერის ამ გადაგვარებულ ხალხს – ერის გამყიდველებს და ფიქრობს, რომ ჩვენც აფგანეთის ბედი გველის!
P.S. წერილის ავტორს, როგორც მთხოვეს, არ ვასახელებ” – წერს რობერტ სტურუა.
წყარო: itv.ge