ახალი შანსი საქართველოსთვის „გადატვირთვის“ შემდეგ

მთელი მსოფლიო აღიარებს და ელოდება,  რომ  ვირუსული პანდემიის დაძლევის შემდგომ  ბევრი რამ გადაფასდება და ძირეულად შეიცვლება. რა თქმა უნდა, ყველას იმედი აქვს, რომ ეს იქნება ცვლილება უკეთესობისაკენ.

იმედიანად არის  განწყობილი საქართველოც,  რადგან  სწორედ იმედისა და მოთმინების  წყალობით  გადარჩა და არსებობს მუდმივად საკუთარის დაცვისა და გადარჩენისათვის მებრძოლი,  უძველესი ქართველი ერი.  იმედი გვაქვს რომ მთელს მსოფლიოში და უშუალოდ ჩვენს სამეზობლოშიც, ისტორიულად სხვის კუთვნილზე მუდმივად მტაცებლურად მომზირალი ქვეყნებიც  შეიცვლიან  პოლიტიკას და იმას დასჯერდებიან  რაც  დიდი ხნის წინ  წაგვართვეს.  გვჯერა რომ თურქეთისა და ირანის ოფიციალური  პირები საქართველოს თავის ვილაიეთად  მეტად  არ მოიხსენიებენ და არც მათ მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე  მცხოვრებ  ეთნიკურ ქართველებს აიძულებენ  უარი თქვან საკუთარ ეროვნებასა და  ისტორიულ  წარმომავლობაზე.

შარშან  საქართველოს პარლამენტმა, თურქეთის  თხოვნით, კანონპროექტის  „დიდგორზე გამარჯვების აღსანიშნავად, 12 აგვისტოს უქმე დღედ  გამოცხადება“- სთან დაკავშირებით, განხილვა შეაჩერა. თურმე თურქეთი ჩვენი დიდი “მეგობარი” ყოფილა და მის გაღიაზიანებას მოერიდა.  ჩვენი სამსობლოს დაცვის ისტორია  სხვას რატომ უნდა აღიზიანებდეს და თურქეთის მხრიდან ეს მოთხოვნა, უბრალოდ პოლიტიკური თავხედობა იყო.  ეს ქვეყანა ჩვენი კეთილისმსურველი არც არასოდეს ყოფილა. ის  ჩვენი მეზობელი  ბედის უკუღმართობით და ისტორიული უსამართლობით, ჩვენდა საუბედუროდ გახდა, როდესაც ერთმოწმუნე ბიზანტია “ჩაყლაპა” და ჩვენი ისტორიული ტაო-კლარჯეთიც ზედ მიაყოლა.  ეს არის ქვეყანა, რომელსაც, რაც წაგვგლიჯა, არ ყოფნის  და  რაც სისხლით დავიცავით,  ახლა იქ  „გვემეგობრება“ თურქულად.  ასეთი მენტალიტეტის მატარებელი „მეგობარი“, ჩვენი მცირერიცხოვანი ერის მოკეთე ვერ იქნება.

ირანის პრეზიდენტი ისტორიას იხსენებს და კავკასიას, მათ შორის საქართველოს, ირანის ისტორიულ ტერიტორიად განიხილავს!   ასეთი დამოკიდებულების ფონზე, საკვირველია, რატომ  ხდება კერძო საკუთრებისა და, მათ შორის, საცხოვრებელი ფართის გასხვისება  იმ ქვეყანის მოქალაქეებზე,  რომლის  მხრიდან ძალადობრივი მიერთება-ასიმილაციის ისტორიული გამოცდილება გვაქვს?  რატომ აქვთ საქართველში მცხოვრები ირანელების უმრავლესობას აივნებზე  ირანის სახელმწიფო დროშა  გადმოფენილი?  ვინმე თუ დაინტერესებულა, უკანასკნელ პერიოდში  რამდენი ირანელი მოქალაქე იქნა დაკავებული საქართველოს ტერიტორიაზე ძალადობის ფაქტზე?  საერთოდ  როგორ იქცევიან  საქართველოში დროის გასატარებლად  ჩამოსული  არაქრისტიანი  „ვიზიტიორები“?

ამ ორი, საქვეყნოდ თავხედურად გაცხადებული უკანონო პრეტენზიების  გარდა,  საკითხის ნაკლებად პოლიტიზირების მიზნით, დანარჩენი „კეთილმეზობლური“  ურთიერთობების  განხილვა-გარჩევა,  ამ ეტაზე საქართველოს ინტერესებში არ შედის.  ნათქვამია, ადამიანები არ იცვლებიანო.  არც ერის მენტალიტეტი  იცვლება და ცოტა ისტორიასაც გადავხედოთ. მე-18 საუკუნის ბოლოს ჩატარებული აღწერით,  თამარ მეფის დროინდელი 12 მილიონი ქართველიდან,  ჩვენი მუსლიმი  მეზობლებისა და “მეგობრების”  მხრიდან მოწყობილი დემოგრაფიული  გენოციდის  შედეგად,  ქვეყნის ტერიტორიაზე 150 000 სასწაულებრივად გადარჩენილი ქართველიღა ცხოვრობდა.  რუსეთის იმპერიასთან მიერთებიდან  100 წლის თავზე,(1887 წ) ქართული  მოსახლეობა 100-ჯერ გაიზარდა და მილიონნახევარი გახდა?  რომ არა მისი ხელისუფლების უაზრო და უგუნური,  ასევე  ჩვენი დიდი მეცადინეობითაც მოსისხლე მტრად მოკიდებული რუსეთის მაშინდელი პირადი ინტერესები კავკასიაში,  ჩვენ ნამდვილად ვიქნებოდით  რომელიმე  მეზობლად მდებარე მტაცებელის ვილაიეთი და მხურვალედ ვილოცებდით მეჩეთებში.

გვინდა თუ არა, ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ  ჩვენს მოკეთეებსა და მტრებს (მათ შორის მტრადმოკიდებულებს) შორის.   უნდა გავაანალიზოთ,  რატომ არის  ესა თუ ის ქვეყანა ჩვენს მიმართ კეთილ თუ მტრულ  დამოკიდებულებაში?  რომელი  ისტორიული- პოლიტიკური წარსული და დღევანდელი მიზეზები წარმოშობენ ამ დამოკიდებულებებს?  და რაც ყველაზე მთავარია, უნდა მოვახერხოთ და  თუნდაც მტრული პროცესები,  გონივრულად ვმართოთ და დაველოდოთ მოვლენებს.   ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე,  საუკუნეების წინათ წართმეულს  უკან არავინ აბრუნებს.   ერთი ის დაგვრჩენია რომ  იქ შემორჩენილი ჩვენი სისხლი და ხორცი დავიცვათ  და ისტორიული სამშობლოსაკენ შემოვაბრუნოთ.  მარტო თურქეთში  5 მილიონი ეთნიკური ქართველი  ცხოვრობს.  დავუმატოთ ამას ფერეიდანი, საინგილო….. ეს სამშობლოს იძულებით მოწყვეტილი  ხალხი, საქართველოს სიყვარულს საუკუნეებია გულით ატარებს.  ჩვენ  მათ ქართველებად შენარჩუნებაზე უნდა ვიფიქროთ და არა  დამატებით,  ჯერ  კიდევ საქართველოდ წოდებულ ტერიტორიების,  ქვეყნის ეკონომიკური აქტივებისა და  შემორჩენილი დემოგრაფიული შემადგენლობის განიავებაზე.

დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა, ნებსით თუ უნებლიედ  საქართველოს ხელისუფლებას აძლევს საშუალებას მოახდინოს ქვეყნის მეტნაკლებად „ნაციონალიზაცია“.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე და საერთოდ  პოლიტიკაზე მუშაობა უკვე დაიწყო, რათა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ადგილობრივმა კომპანიებმა შეძლონ, განვითარების ტემპების სწრაფად აღდგენა. მიღებულია გადაწყვეტილება,  რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს, რათა ქართული კომპანიები, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დაუბრუნდეს განვითარების სასტარტო ეტაპს და შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალური კონკურენციის პირობებში.  მაგრამ ეკონომიკის გარდა არის მთელი რიგი ეროვნული მნიშვნელობის საკითხები,  რომელთა გონივრული მოგვარების საშუალებას დღევანდელი რეალობა იძლევა.

დიდი იმედი გვაქვს რომ საქართველოს მთავრობა  გამოიყენებს დღევანდელ რეალურ მდგომარეობას და მოქნილი ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, შეეცდება ეკონომიკის იმ  სექტორების „გაქართულებას“,  რომელიც სამომავლოდ დადებით შედეგებს მოიტანს მთლიანად ქვეყნის ეროვნულ ინტერესების დაცვა-გატარებაში.   „მეტად ქართული“ ეკონომიკა განაპირობებს „მეტად ქართულ“ სახელმწიფოს.  სამუშაო და გამოსასწორებელი ძალიან ბევრია.  პოსტსაბჭოური გარდამავალი პერიოდის  და შემდგომი   ხელისუფლებების მიერ უცხოელ რეზიდენტებზე უკონტროლოდ გასხვისებული აქტივების, უცხოური ბიზნესისათვის დანაშაულებრივად ღია ქართული ბაზრის პოლიტიკის,  ისტორიულად საქართველოს მიმართ მტაცებლურად დამოკიდებული  ქვეყნების მიერ განხორციელებული შორს გამიზნული „ეკონომიკური“ ექსპანსიის შედეგები,  მომავალში დამღუპველი იქნება ქვეყნისათვის.

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სტაგნაცია აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ  ჩვენი ეკონომიკის და მთლიანად ქვეყნის „გაქართულებისათვის“. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი  ეროვნული პოლიტიკის გატარების ასეთი ხელსაყრელი  მომენტი და შანსი, ძნელი წარმოსადგენია კიდევ როდის მოგვეცემა.   მთელს მსოფლიოს და მათ შორის ჩვენ, საშუალება გვაქვს პოსტკრიზისული პერიოდი, მასთან დაკავშირებული აუცილებელი გარდაქმნებისა და  „გადატვირთვის“ აუცილებლობა და საბაბი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების სასიკეთოდ გამოვიყენოთ.   ასეთი საბაბით,  ბევრ  თავსმოხვეულ ვალდებულებას უარი ვუთხრათ  და ყველაფერი  სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ.  „გაქართულებაში“ არ იგულისხმება  ქვეყნისათვის  ნეგატიური შედეგების მომტანი უცხოური ბიზნესისა და მას ამოფარებული მტრული ელემენტების  ხელაღებით ქვეყნიდან გაძევება. ამას არ  არავინ გვაპატიებს.  ეს პროცესი გონივრული რეგულაციებით უნდა წარიმართოს და  ქვეყნისთვის კარგის მოსურნე გაიგებს როგორ უნდა იმოქმედოს.

ჩვენ რიგითი მოქალაქები უბრალოდ  ვაჟღერებთ ჩვენს აზრს და თუ ის ქვეყანას წაადგება, ხელისუფლება ვალდებულია ის გაითვალისწინოს.  თუ იქნება პოლიტიკური ნება, გაანალიზოს და იმოქმედოს ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე.  მთავარია სწორად  აირჩეს და  გაკეთდეს აქცენტი  ქვეყნის განვითარებისათვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქმედებებზე და მასზე სახელმწიფო პოლიტიკის გონივრულად მორგება სირთულეს არ წარმოადგენს. ჩვენ არ ვართ და ახლო მომავალში  არ ვიქნებით პირველები ქვეყნის ეროვნული ინტერესების ახლებურად დაცვის საქმეში.  ამას ბევრი ქვეყანა გააკეთებს,  მიუხედავად გლობალისტების მიერ შემოგდებული გამანადგურებელი დივერსიისა და შენიღბული წინააღმდეგობისა.  ბევრი სიახლის მოლოდინსი უნდა ვიყოთ და  ბევრის მიერ უკვე აპრობირებულიც  გადმოვიღოთ.  ვიმოქმედოთ  თუნდაც ისე, როგორც ჩვენთვის ბევრ რამეში სამაგალითო განვითარებული ქვეყნები,  რომლებიც ქართველებს  გვემეგრობებიან  მაგრამ პირობასაც  გვიყენებენ –  “გვესტუმრეთ  უვიზოდ, მაგრამ  მუშაობის და ბიზნესის კეთების უფლებას  ყველას ვერ მოგცემთ.  ისინი გაშლილი ხელით  იღებენ მათთვის სასურველ და საჭირო პროფესიების მქონე პიროვნებებს, ხოლო ნაკლებად საინტერესო  ადამიანებს  „სიამოვნებით“ გვეპატიჟებიან  სტუმრის სტატუსით. ბევრი ქვეყანა საერთოდ არ გვიშვებს მის ტერიტორიაზე.

ინიციატივიან, ან უბრალოდ სამუშაოს მაძებარ ქართველს უამრავი მოქნილი რეგულაცია გზას უღობავს უცხოეთში ლეგალურად საქმიანობის დაწყებაში.  რატომ ხდება  რომ  უცხოელ რეზიდენტს  ჩვენთან, განურჩევლად იმისა თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენს,  საკმაოდ მარტივად  შეუძლია,  იმ ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია და  დაწყება, რომელსაც ადგილობრივიც მოახერეხებს,  თუ ხელისუფლება გვერდში დაუდგება და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე იზრუნებს.  და  თუ გამოსავალი არ არის,  ისეთი „მსურველი“ მაინც შევარჩიოთ, რომლის წარმომგზავნ  ერს, მტრული და მტაცებლური ინსტიქტი არ უდევს გენში და საერთოდ საქართველოსთან დამოკიდებულების ისტორიაში.  ჯანმრთელი შთამომავლობისა და ქვეყნის მომავლისათვის კაცობრიობა ყოველთვის იყენებდა ბუნებრივი და გენეტიკური გადარჩევის მეთოდს. თუ საქმიანი, ინტელექტუალური და მენტალური „სისხლის გადასხმა“ გვჭირდება, ისეთი მაინც გადავისხათ რომელიც ჩვენსას არ გადააჯიშებს და წაბილწავს.  ქართველებმა უნდა შეაფასოს რა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, დღეს საქართველოში საკუთრების შესაძენად შემოსული რამოდენიმე ათეული ათასი დოლარი,  თუ ხვალ სამშობლოში უმცირესობაში მყოფი ჩვენი შვილები, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში შობის  და აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას გაუპროტესტებენ და აუკრძალავენ.

მსოფლიოს გავითარებულ ქვეყნებში  აპრობირებული ასეთი შერჩევა  არ ნიშნავს რასიზმს და ეროვნულ დისკრიმინაციას.  ეს არის და იქნება უძველესი ქართული იდენტობის დაცვა-შენარჩუნება, რომელიც ასე მოსწონს და აღაფრთოვანებს მთელს მსოფლიოს.  ჩვენ  დანარჩენ მსოფლიოს ქართული ფენომენის მიმართ სიამოვნებისა და განცდის უფლებას ვერ წავართმევთ.  თითზე ჩამოსათვლელი მოსახლეობის და გადაშენების პირას მდგომი გენოფონდის  მქონე ერს, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში მისი კუთვნილი  ტერიტორიების 30 პროცენტი შემორჩა, აღარ აქვს ფუფუნება ყველას და ყველაფერს ბოლომდე გაუღოს კარი. ბევრი ჩვენი მეზობელი თუ ჩვენთან ცხოვრების სურვილის მქონე ერის წარმომადგენელი და მთლიანად ქვეყანა, არასოდეს ყოფილა და ვერც ვერასოდეს გახდება საქართველოს მეგობარი.  საქართველოს მოსახლეობას   სურს ქვეყანა რაც შეიძლება მალე და მცირე დანაკარგებით გამოვიდეს ვირუსით გამოწვეული უმძიმესი კრიზისიდან.  საქართველოს მოსახლეობას ძალიან სურს რომ მის მიერ არჩეულ-დანიშნულმა ხელისუფლებამ ისარგებლოს მომენტით და შეძლებისდაგვარად საქართველო – ქართველებს დაუბრუნოს,  „ქართული“ საქართველო – მსოფლიოს.

 

დავით აბულაძე