“ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა, შვილიშვილმა მომახარა, 100 ლარი მოიგეო” – ლამარა აბჟანდაძე

ბლოგერმა ლამარა აბჟანდაძემ ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში მოიგო. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

– “ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პირადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დაჭირდა? მაგრამ იმ წამსვე მომახარა, ბებო 100 ლარი მოიგეო. ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ ხიდაშელზე გათამაშებაში ეწერა ლ. ხ. ეს მე ვარ ლამარა აბჟანდაძე… ყველას გირჩევთ, აიცრათ. ხოლო ვინც აცრილები ხართ, შეამოწმოთ საიტზე მოიგეთ თუ არა” – წერს ლამარა აბჟანდაძე.

ცნობისთვის, 13 სექტემბრიდან ქვეყანაში ვაქცინაციის წასახალისებლად აცრილი მოქალაქეებისთვის ყოველდღიური ლატარია დაიწყო.

წყარო: newposts.ge