გორსა და ხაშურში, რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი.
ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა „ქრონიკის“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანის დასაკავებლად ტარდება.
“იმედინიუსი”