ვერაზე დაცხრილული 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა.

ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლის და ზურგის  არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 20 წლის ნიკა კვარაცხელია გუშინ 15 სექტემბერს დაჭრეს.

 

“რეზონანსი”