საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში – 200 ლარის ოდენობით.
ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა.