არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – 300 ლარს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„არსებობს ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი,რომლებიც არაფორმალურ სექტორიში იყვნენ დასაქმებულები ან თავს თვითდასაქმებულად თვლიდნენ.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის და მთავრობისთვის მათი იდენტიფიცრება არის უკიდურესად რთული, რამეთუ ისინი არცერთ ოფიციალურ ბაზაში არ ირიცხებიან.
მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას – მაშინ, როდესაც მათი იდენტიფიცრება მოხდება, გაუწიოს ერთჯერადი დახმარება სამასი ლარის ოდენობით.
ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 მილიონი ლარი“.-განაცხადა გახარიამ.