აზრის თავისუფლების კატასტროფული კრიზისი ევროპაში

მორიგი გამოკითხვა გერმანიაში. ამჯერად, ალენსბახის ინსტიტუტი დაინტერესდა, თუ რამდენად ღიად და დაუფარავად გამოხატავენ გერმანელები საკუთარ აზრს საჯაროდ.

გაირკვა, რომ საკუთარ აზრს გარკვეულ თემებზე არ გამოთქვამს ან მხოლოდ დიდი სიფრთხილით გამოხატავს გამოკითხულთა 78 პროცენტი. ზოგიერთი სხვა გამოკითხვით ეს ციფრი შედარებით დაბალია – 69 პროცენტი.

“შელის” მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, როგორც ვიუწყებოდით, ახალგაზრდების (12-25 წ.) ჩივიან, რომ მიგრაციის პრობლემაზე, ისევე, როგორც ბევრ სხვა პრობლემაზე გერმანიაში ღიად საუბარი ნაკლებად შესაძლებელია.

ამა წლის იანვარში გერმანიის ხელბურთის ნაკრების ვეტერანმა ვარსკვლავმა შტეფან კრეცშმარმა გაბედა და საჯაროდ განაცხადა, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში, კერძოდ, მან თქვა: “გერმანიაში არ არსებობს აზრის თავისუფლება ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით”.

თუკი ადამიანი არამეინსტრიმულ, კრიტიკულ აზრებს გამოთქვამს, იგი რეპრესიებს უნდა ელოდოს – აღნიშნა კრეცშმარმა. “ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ხდება, თუკი იტყვით, რომ ჩვენ ‘ფერადნი’ ვართ, ‘გვსურს ლტოლვილების მიღება’ და ასე შემდეგ, ანუ საზოგადოებაში გაბატონებული წარმოდგენების წინააღმდეგ არ მიდიხართ”  – დარწმუნებულია გერმანელი სპორტსმენი.

ევროპის ყველაზე მრავალრიცხოვან და ეკონომიკურად განვითარებულ გერმანიაში ასეთი სავალალო ვითარებაა აზრის გამოხატვის თვალსაზრისით, რაც ძნელია, შეფასდეს სხვაგვარად, თუ არა ღრმა კრიზისად.