მსოფლიო ბანკი “დუინგ ბიზნესის” ანგარიშის გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს.
როგორც “როიტერი” იუწყება, ამის მიზეზი რეიტინგების შედგენის დროს აღმოჩენილი ხარვეზებია, რაც შიდა აუდიტმა გამოავლინა.
როგორც ირკვევა, რეიტინგების შედგენისას, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობისგან “ზეწოლა“ დაფიქსირდა. კერძოდ, 2017 წლის „დუინგ ბიზნესის” რეიტინგის გამოქვეყნებამდე, მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსნებმა ზეწოლა განახორციელეს რეიტინგის შემდგენებზე, რათა კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია შეცვლილიყო ჩინეთის სასარგებლოდ და ჩინეთის პოზიციები გაუმჯობესებულიყო.
ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კრისტალინა გეორგიევა ჩინეთისთვის ქულების გაზრდას ითხოვდა და შედეგად, 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილების შემდეგ, ჩინეთი შვიდი საფეხურით დაწინაურდა.
კრისტალინა გეორგიევამ, რომელიცახლ საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობს, განაცხადა, რომ აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება.
აუდიტორმა კომპანიამ უზუსტობები აღმოაჩინა ასევე მონაცემებში, რომელიც, „დუინგ ბიზნესის“ 2020 წლის ანგარიშში საუდის არაბეთისა და აზერბაიჯანის პოზიციებს ეხებოდა.
წყარო: newposts.ge