ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
8 თვეში საქართველომ, ანუ საქართველოში მცხოვრებმა გასული ხალხის ოჯახებმა, საზღვარგარეთ გასული ჩვენი მოქალაქეებისგან მიიღო თითქმის 1,5 მილიარდი აშშ დოლარი!
აი, რაც აძლევს ხელისუფლებას პარაზიტირების საშუალებას,
აი, რატომ არაფერი უმჯობესდება ქვეყანაში!
ამ ფულს საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში შესაბამისი პირობებისას უნდა გამოიმუშავებდნენ! არა!
ისინი გაყარეს ქვეყნიდან, არჩინონ საკუთარი ოჯახები, თავად კი მოჯდნენ საქართველოს და უმოწყალოდ ძარცვავენ მას!
ქართველი ქალების დიდი შრომა საზღავრგარეთ
(უდიდესი ნაწილი ქალია გასულებს შორის)
კეთილი მიზნით გამოგზავნილი ფული შარლატანებმა ძარცვის მიზნად გამოიყენეს,-
ამან გააჩინა პარაზიტიზმი არა მხოლოდ ხელისუფლებაში,
არამედ იმ ოჯახებშიც (უმეტეს ნაწილში), სადაც ეს ფული შედის!
აქ დარჩენილები ამ ფულს ელიან და სულაც არ ფიქრობენ საკუთარ დასაქმებაზე, განვითარებასა და პროდუქტიულ შრომაზე!