ბრიუსელში, 2018 წელს მოკლული ნიგერიელი სექს-მუშაკის ხსოვნის საპატივცემულოდ, ერთ-ერთ ქუჩა მისი სახელობის იქნება.
ბრიუსელის მმართველთა გადაწყვეტილებით ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა მოკლული ნიგერიელი სექს-მუშაკის სახელობის იქნება.
ბრიუსელის მმართველთა განცხადებით, ქალების უფრო ფართო აღიარების კამპანიის ფარგლებში, 2018 წელს უკმაყოფილო კლიენტის მიერ მოკლული ნიგერიელი სექს-მუშაკის ხსოვნის საპატივცემულოდ, ქალაქის ახალი ქუჩა იუნის ოსაიანდეს სახელის მატარებელი გახდა.
სამსახურის და ნათელი მომავლის შესახებ დაპირებებით მოხიბლული იუნის ოსაიანდე ბელგიის დედაქალაქში ნიგერიიიდან 2016 წელს ჩავიდა.
ოსაიანდე ფიქრობდა, რომ ბრიუსელში ჩამყვან აგენტებს მისი კინოვარსკვლავად ქცევა ჰქონდათ განზრახული, სინამდვილეში კი ისინი ადამიანებით ვაჭრობით იყვნენ დაკავებულები.
ბრიუსელში ჩასულ ოსაინდეს მაშინვე აიძულეს პროსტიტუციით დაკავებულიყო. მას განუცხადეს, რომ ბრიუსელში მისი ჩამყვანებისთვის და სუტენიორებისთვის, გზის და ბინის ხარჯების დაფარვისთვის 45000 ევრო იყო საჭირო.
მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე იუნის ოსაიანდემ შეძლო დაკავშირებოდა სექს-მუშაკების დამხმარე საქველმოქმედო ორგანიზაციას და განუცხადა მათ, რომ ეშინოდა მიემართა პოლიციისთვის, რადგან იყო უსაბუთო მიგრანტი.
2018 წლის ივნისში 23 წლის იუნის ოსაიანდეს მისი მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტმა დანით 17 ჭრილობა მიაყენა.
იუნის ოსაიანდეს მკვლელობას მიგრანტი სექს-მუშაკების მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და სექტორისთვის მკაფიო სამართლებრივი ნორმების შემუშავებას ითხოვდნენ.
ბელგიაში პროსტიტუცია კანონით არ არის შეზღუდული, მაგრამ ერთიანი ნაციონალური ნორმა არ არსებობს.
მიმდინარე წლის იანვარში ადამიანები ვაჭრობის ქსელის 4 წევრი დააკავეს და მათ 33 თვიდან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აგრეთვე დაკავეს და ამჟამად სასამართლო პროცესის მოლოდინშია იუნის ოსაიანდას მკვლელობაში ბრალდებული, დანაშაულის ჩადენის მომენტში 17 წლის ასაკის არასრულწლოვანი. მისი სასამართლო წინა კვირას იმის გამო გადაიდო, რომ მოსამართლის მიერ 8 ქალი და 3 კაცი ნაფიცი მსაჯულის არჩევის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა შორის მაქსიმუმ 8 ერთი სქესის მქონე მსაჯულის არჩევის წესიდან გამომდინარე, მამაკაცი მსაჯული იყო ასარჩევი, კენჭისყრის ყუთში კი მამაკაცი აღარ აღმოჩნდა.
წყარო: ptn.ge