საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ქუჩაში აპირებს გასვლას და დემონსტრაციულად კრიზისის შექმნას. თუმცა, მისივე თქმით, თუ რაიმეს გაბედავენ, ამ შემთხვევაში მთავრობა უკომპრომისო იქნება.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა და დამატებით აღნიშნა, რომ ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ქვეყანაში “ოცნების” მმართველობის 9 წლიანი პერიოდია.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ისევ ქუჩაში გასვლას და დემონსტრაციულად კრიზისის შექმნას, ვისურვებდი, რომ გავიდნენ, იმიტომ, რომ დამშვიდდება პარლამენტი, ამათი მარგინალიზება მოხდება ბოლომდე. რა უნდა გააკეთონ ამათმა ქუჩაში, იყვნენ იქ, რამეს გაბედავენ?- ამაზე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ. ამ შემთხვევაში მთავრობა უკომპრომისო იქნება და მე ამის გარანტიას ვაძლევ ჩვენს მოქალქეებს. ქვეყანას არავის არ ავარევინებთ, ხალხს დამშვიდება და სტაბილურობა სჭირდება. ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი არის “ოცნების” მმართველობის 9 წლიანი პერიოდი. არც ომი გვქონია და არც კონფლიქტები.
ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს განვითარება, პროგრესი და კეთილდღეობა და არა ამ გაუგებარი გიჟების დევნა. სამწუხაროა ის, რომ მუდმივად ასეთ პირობებში გვამყოფებენ. დიდი სურვილი მაქვს ოპოზიციასთან ვითანამშრომლოთ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“რუსთავი2”