გარდაცვლილ მეექვსე პაციენტსაც, ისე როგორც დანარჩენებს, სხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.

მისი თქმით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია.

„სამწუხაროდ, ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-6 პაციენტია.