ჩინეთი მიმდინარე წლის ბოლომდე სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების 2 მილიარდი დოზის მიწოდებას გეგმავს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამას გარდა, ჩინეთი განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების 100 მილიონ დოზას უსასყიდლოდ გადასცემს. ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაქცინებზე წვდომა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა გლობალური პანდემიის დამარცხდეს.