“ეს ის, რასაც აჭმევთ ამ ადამიანებს” – ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა უფასო სასადილოდან კახი კალაძეს ქილა მიუტანა, კალაძემ კი მაგიდიდან გადააგდო, სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ოპოზიციის ერთერთი წარმიმადგენელი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
“როგორც აქ კალაძე იქცევა არის გოიმი, გაფხორილი, ამაზრზენი ადამიანის საქციელი. თითით ზიზღნარევი სახით იშორებს უფასო სასადილოს ულუფას. კატასტროფაა. გულისამრევია. სირცხვილია
მიშა ქუმსიშვილი – ყოჩაღ, რომ ჩამოხსენი ნიღაბი ამ ფარისეველ ყეყეჩს”,- წერს უგულავა.