გერმანიაში მომხმარებელმა მოლარე პირბადის გაკეთების მოთხოვნის გამო მოკლა!

გერმანიაში, რაინალდ-პფალცის მხარეში, ქალაქ იდარ-ობერშტაინში, მომხმარებელმა მოლარე ირბადის გაკეთების მოთხოვნის გამო მოკლა.

Tagesspiegel-ის ინფორმაციით, 20 წლის მოლარე თავში გასროლით მოკლა 49 წლის გერმანელმა, რომლის შესახებ ცნობილია, რომ Telegram-ის მუდმივი მომხმარებელია და წარსულში არაერთხელ მონაწილეობდა კორონასკეპტიკოსთა საპროტესტო აქციებში.

პოლიციის ცნობით, მამაკაცს ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე მაღაზიაში 6 ქილა ლუდის ყიდვა სურდა, 20 წლის მოლარემ კი მას შეახსენა, რომ ვალდებული იყო დამცავი პირბადე ჰქონოდა და არ მოემსახურა. მცირე კამათის შემდეგ მამაკაცმა მაღაზია დატოვა, სახლში მივიდა, იარაღი აიღო და მაღაზიაში დაბრუნდა. იქ მან ლუდი აიღო და ამჯერად პირზე და ცხვირზე აფარებული პირბადით მივიდა სალაროსთან, სადაც მოიხსნა პირბადე, მოლარეს რამდენიმე სიტყვა უთხრა, შემდეგ კი იარაღი ამოიღო და თავში ესროლა.

ამის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან ფეხით მიიმალა და პოლიცია მას სპეცდანაყოფთან ერთად და ვერტმფრენით დილამდე ეძებდა. პატარა ქალაქ იდარ-ობერშტაინში (31 ათასამდე მცხოვრები) პოლიციამ მკვლელის ფოტოები გაავრცელა და ავტომფლობელებს სთხოვა დამგზავრების მსურველი არ აეყვანათ ქუჩაში.

მეორე დილით მამაკაცი პოლიციაში თავად, ქალის თანხლებით გამოცხადდა. მან დანაშაული აღიარა. მისი თქმით, 20 წლის სტუდენტი, რომელიც სწავლისგან თავისუფალ დროს მოლარედ მუშაობდა, მოკლა, რადგან იგი შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის მქონედ მიიჩნია.

წყარო: ptn.ge