“ქალს კომა, ინსულტი, გვემა არ აკმარეს და ახლა, მესამედ გამოცვლილ კლინიკაში სეფსისი აკიდეს… კიდევ დროულად გაგიჩერდა გული დედა…”

დეა ადამია, რომელსაც დედა გარდაეცვალა, წერს:

“ეს ნაწოლები გახლავთ დედაჩემის 13 დღიანი წვალების მერე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში… არადა გადაფარებულზე დედა გაწკრიალებული ჩანდა………… ისევ ბრმად მივენდე ექიმებს…………. გუშინ დედასთან რომ ავედი რეანიმაციაში მსურდა მის სხეულს მოვფერებოდი და გადავხადე გადასაფარებელი, რა დროსაც მომმვარდა ვინმე ნუნუკა ექიმი და თვალების ბრიალით გაჰკიოდა ხელი არ ახლოოო თუ არადა დატოვებ აქაურობასო……… რა თქმა უნდა მოვუბოდიშე და თავი დავხარე, იმის შიშით რომ არ აეკრძალათ ჩემთვის დედის ნახვა………. ამის შემდეგ შევამჩნიე დედა იყო საშინლად შესიებული………. და გადავწყვიტე გადამღეო სურათი რომ მენახებია ჩემი უცხოელი პროფესორებისთვის, რა დროსაც მომვარდა ეს ალქაჯი და ხელიდან გამომგლიჯა მობილური ტელეფონი………. თან გაჰკიოდა დაცვაააა, დაცვააააა ამოუშვით გაიყვანონო (ჩემზე), ჩემი საიმედო “ბუნჩულა” ლევან ექიმი კი არსად ჩანდა………… წამოსვლამდე ვკითხე ვინმე ნუნუკა ექიმს რატომ იყო დედა ასეთი შესიებული, სეფსისი განვითარდაო იცის კოვიდმაო დააყოლა…………. კოვიდს ცოდნია სეფსისი!? გესმით?! ქალს კომა, ინსულტი, გვემა არ აკმარეს და ახლა მესამედ გამოცვლილ კლინიკაში სეფსისი აკიდეს…………. კიდევ დროულად გაგიჩერდა გული დედა…..……… დაგინდო უფალმა!!!!!!!!!!!!!!! წუხელ რომ გვრგვინავდა უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა…………… წუხელ განრისხებული ღმერთის კი არა განრისხებული დედაჩემის ხმა ჩამესმოდა გვრგვინვის ხმაში!!!!!!!!!!!!!!!

დღეს დილით კი 08:38 საათზე ნუნუკამ ექიმმა დამირეკა და უნდოდა ეხარებია, რა დროსაც მშვიდად მოვიგე პასუხი რომ გასაგები იყო მისი ზარი………… აბა გამოჯანმრთელდაო ჯერ არავისთვის უხარებიათ ტელეფონით…………..

კოვიდი კი არა თეთრ ხალათიანი ჯალათები კლავენ!!!!!!!!!!

გუშინ რომ მთხოვდი წაშალეო… დღეს რა აზრზე ხარ სულხან სამხარაძე ?

თურმე არა კანონიერი ყოფილა გადაღება საკუთარი მშობლის, რომელიც საშინლად აწამეს… და მისი წამება კანონიერია თქვენთვის და ჩვენი დღევანდელი ჯანდაცვის სისტემისთვის? რა გეგმას ემსახურებით? ხალხის გენოციდს აწყობთ გავიგე, მაგრამ ასე სადისტურად? ჰიტლერიც კი არ ჩაიდენდა ამ სახის სადიზმს…

მე ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება!!!

ცოცხალი ვერ დავიცავი, რადგან ბრმად ვენდე ჯალათ ექიმებს, მაგრამ მკვდარი მაინც დავიცავი მათი მხრიდან აგდებისგან და დაცინვისგან…

ჩემი დედოფალი, დედა ბატონი ჩემივე მიტანილი სუდარით წამოვაბრძანე სახლში.

თქვენც ასე მიაგეთ პატივი სატანების მხრიდან არა ერთ გზის ნაგვემ და ნაწამებ გარდაცვლილ ახლობლებს… არ გააბედინოთ მათი ნაგვის შავ პარკში ჩაყრა!!!!!!!!!!”

როგორც კი, ოფიციალური უწყება, ან კლინიკა გააკეთებს განცხადებას, ინფორმაციას “ალია” აქვე განახლებს.