სამეგრელოში თხილის ჩაბარების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, ღირებულებამ კი 33.4 მილიონი დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ზუგდიდში, კომპანიაში „ჯეო-ნათსი” იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის ჩაბარების მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრის განცხადებით არის მოლოდინი, რომ 2021-22 წლის სეზონი გასულ წელზე უკეთესი იქნება.
“იმედინიუსი”