„ჩვენი შვილებიც ეზიზღება ამას.
ჩემი შვილი 2002 წლიდან ვიცი, რომ ეზიზღება,“ – ასე გამოეხმაურა ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანის მიერ გაჟღერებულ ფრაზას შვილებთან დაკავშირებით.
საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად, ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანთან ერთად მუშაობის პერიოდს იხსენებს.
„ოთხშაბათობით საფრანგეთში საბავშვო ბაღები არ მუშაობს და კატო 1 საათით (სანამ ჩოგბურთზე ჩავიყვანდი) სამსახურში მიმყავდა.
ერთ დღეს ჩემი გაოგნებული უფროსი დამადგა დ ეს ქალი ნორმალური თუაო, რატომ ეზიზღები ასეო.
მეთქი რა ხდება – მომწერა რომ სამუშაო დროს ბავშვი გყავს სამსახურშიო, და მაწუხებსო.
ჩემს უფროსს თავად ყავდა 5 შვილი და თავად დაყავდა სამსახურში.
მაგრამ აი ასეთი უტვინო ბოღმა იყო იმთავიდან.
მე მაინც მეცოდებოდა, არ ვიცი რატომ – მეგონა რომ ძალიან იტანჯება ამ სიძულვილში,“- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, თეა წულუკიანმა განხილვის საგნად ქცეული ფრაზა შვილებთან დაკავშირებით, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ქალაქში გავრცელებული ბანერების თემის კომენტირებისას გააჟღერა.
„მაგრამ ეს ადამიანები საკუთარ თავს ვერ გაექცევიან და ვერც მათი შვილები ვერ გაექცევიან საკუთარ ამ წარსულს,“ – განაცხადა წულუკიანმა.