“მაგთიკომი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია „მაგთიკომი“ მომხმარებლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კომპანიის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, „მაგთიკომის“ აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, რომელთა საწყისი კოდებია: 338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367.

„ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში, აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.

აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“, – აცხადებენ „მაგთიკომში“.