რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნებში, რომელშიც მოსახლეობის 51.72%-მა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვება მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზიდენტმა ელა პამფილოვამ განაცხადა, პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოში მანდატები შემდეგი სახით გადანაწილდა:
?„ერთიანი რუსეთი“ – 324 მანდატი
?„რუსეთის კომუნისტური პარტია“ – 57 მანდატი
?„სამართლიანი რუსეთი“ – 27 მანდატი
?„ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ – 21 მანდატი
?„ახალი ხალხი“ – 13 მანდატი
?„სამშობლოს საზოგადოებრივი პლატფორმა“ – 1 მანდატი
?„განვითარების პარტია” – 1 მანდატი