„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც, მისი თქმით, გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია.
თხვაზე, მისი ინფორმაციის მიხედვით, როდის დაიწყო გახარიამ „კოკაინის“ მოხმარება, კობახიძე პასუხობს: „მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან“.
„საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, რომ კახა კალაძე გიორგი გახარიაზე საუბარს ერიდება, კობახიძე ამბობს, რომ კალაძეს პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბროს.
“ამბები>ჯი”