სამეზობლოში უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე საქართველოშია

აქვე ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე წელს სამეზობლოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე სწორედ საქართველოში ფიქსირდება. მაგალითად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალის ბოლოს თურქეთში უმუშევრობის დონემ 12% შეადგინა. მეორე კვარტლის ბოლოს უმუშევრობის 4.5%-იანი მატება დაფიქსირდა რუსეთში.

რაც შეეხება სომხეთს, სამწუხაროდ, მეორე კვარტლის მონაცემები ჯერ უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველ კვარტალში სომხეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 17% იყო, მაშინ როცა იანვარ-მარტში საქართველოში ეს მაჩვენებელი 21.9%-ს აღწევდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, სამწუხაროდ ზუსტი მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ანალიტიკოსების მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელს აზერბაიჯანში უმუშევრობის დონე მხოლოდ და მხოლოდ 6.1% იქნება.

ამ თემასთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა სავალუტო ფონდმა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს, რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობა აქვს.